პროექტის შესახებ


პროექტი მიზნად ისახავს, ქართული ვებ-ფონტები გახადოს ხელმისაწვდომი Bower-ის და NPM-ის პაკეტების სახით.

web-fonts.ge-ზე განთავსებული ვებ-ფონტების უმეტესობა, მოპოვებულია fonts.ge-დან, სადაც ფონტები გამოქვეყნებულია მათივე ავტორების მიერ.

საუკეთესო შედეგის მისაღებად, თითოეული ფონტი კონვერტირებულია ინდივიდუალური პარამეტრებით Font Squirrel Generator-ის მეშვეობით.

რა არის ვებ-ფონტი?


პრინციპში, ეს თუ არ იცით, აქ არაფერი გესაქმებათ : )

რა არის პაკეტები?


მალე გაიგებთ!

ვებ-გვერდის ტექნიკური მახასიათებლები


ლიცენზია და საავტორო უფლებები


ყველა ვებ-ფონტის პაკეტი, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული ვრცელდება 2 ლიცენზიით: MIT და Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International.

CSS კოდი, რომელიც ვებ-ფონტის ყველა პაკეტს მოყვება, ვრცელდება MIT ლიცენზიის ქვეშ, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება შეიტანოთ მასში ყველანაირი ცვლილება.

რაც შეეხება უშუალოდ ფონტის ფაილებს, ისინი ვრცელდება Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International ლიცენზიით, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ მათი მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით გამოყენების უფლება გაქვთ.

ფონტის კომერციული მიზნით გამოყენებისათვის მიმართეთ უშუალოდ ფონტის ავტორს.