პროექტი მიზნად ისახავს, ქართული ვებ-ფონტები გახადოს ხელმისაწვდომი Bower-ის და NPM-ის პაკეტების სახით.
web-fonts.ge-ზე განთავსებული ვებ-ფონტების უმეტესობა, მოპოვებულია fonts.ge-დან, სადაც ფონტები გამოქვეყნებულია მათივე ავტორების მიერ.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, თითოეული ფონტი კონვერტირებულია ინდივიდუალური პარამეტრებით Font Squirrel Generator-ის მეშვეობით.
პრინციპში, ეს თუ არ იცით, აქ არაფერი გესაქმებათ. :-)
მალე გაიგებთ!
ყველა ვებ-ფონტის პაკეტი, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული ვრცელდება 2 ლიცენზიით: MIT და Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International.
CSS კოდი, რომელიც ვებ-ფონტის ყველა პაკეტს მოყვება, ვრცელდება MIT ლიცენზიის ქვეშ, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება შეიტანოთ მასში ყველანაირი ცვლილება.
რაც შეეხება უშუალოდ ფონტის ფაილებს, ისინი ვრცელდება Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International ლიცენზიით, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ მათი მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით გამოყენების უფლება გაქვთ.
ფონტის კომერციული მიზნით გამოყენებისათვის მიმართეთ უშუალოდ ფონტის ავტორს.